ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალ-ლეიტენანტი ევგენი ნიკიფოროვი, სავარაუდოდ, დაიკავებს რუსეთის დასავლეთ ძალების მეთაურის თანამდებობას.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის იქნება ამ დაჯგუფების მეოთხე მეთაური და შეცვლის გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევს, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ რაღაც სამი თვის წინ დაინიშნა.
"როგორც რუსეთის ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის (VGV) შტაბის უფროსი შეჭრის პირველ კვირებში, ნიკიფოროვი აქტიურად იყო ჩართული VGV-ისა და საჰაერო სადესანტო ჯარების წარუმატებელი მცდელობის დაგეგმვაში, წინ წასულიყვნენ კიევში ჩრდილო-დასავლეთიდან, ჩერნობილის ზონის გავლით."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.
ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსი უფროსი ოფიცრების მიმდინარე ცვლილება, სავარაუდოდ, ასახავს შიდა განხეთქილებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ომის შემდგომი განვითარების წარმართვასთან დაკავშირებით.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 30 December 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/cAnpCkWqD1
#StandWithUkraine pic.twitter.com/jHGazzwOV4